ტრენინგის ანგარიშები და სერტიფიკატები

ინტელის ანგარიში




ტრენინგის დაწყება და დამთავრება:30.04.2014წ  -   06.06.2014წ
1.    ტრენინგის შესახებ:
  • ტრენინგის დასახელება: პროექტებით სწავლება - Intel.
  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა
  • ტრენინგის ხანგრძივობა:9 დღე (36 საათი)

2.    ტრენინგისმიზანი და ამოცანები:  პროექტებით სწავლების მიზანია აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
·         როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
·         პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად.
·         რეფლექსია სწავლაზე.


ტრენინგი მოიცავს 8 მოდულს.
მოდული 1. დღე 1-2. პროექტებით სწავლება.
1 მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევაბის განვითარებაში?
·         როგორ გამოვიყენოთ პროექტების სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის?
1 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა.
·         სტატიის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა.
·         ჩვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა.
·         საპროექტო იდეების გენერირება.
·         რეფლექსია ჩვენ ბლოგზე.
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო ვიდეოს ჩვენებით რომელიც პროექტზე დაფუძნებულ საწვლებას ეძღვნებოდა, ვიდეო იყო ძალიან შთამბეჭდავი და ინოვაციური. შემდეგ გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელოViewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).
გავიხსენეთ ტექსტური რედაქტორიWord-ი და გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ქვესაქაღალდეები რომლებიც მოვათავსეთ ძირითად საქაღალდეში, შესაბამისად ტრენინგისგანმავლობაში მოვათავსებთ ყველა იმ დოკუმენტს რომელსაც ჩვენი პროექტისთვის შევქმინით, რაც გაგვიიოლებს მასალების მოძებნას. ასევე გავეცანით პორტფოლიოსჩეკლისტს, 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს, განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა,  რომლებსაც კიდევ დავუბრუნდებით პროექტზე მუშაობის პერიოდში. დავათვალიერეთ ინტელის ელ. სახელძღვანელში რამდენიმე პროექტი,  ასევე გავიარეთ რეგისტრაცია ბლოგზე, სადაც გავაკეთებთ რეფლექსიას ყოველი ტრენინგ დღის ბოლოს.
ტრენინგის მეორე დღეს დავალებად გვქონდა მოგვეფიქრებნასაპროექტო იდეა რომელსაც გავახორციელბთ უახლოეს მომავალში. მე მოვიფიქრე გავაკეთო პროექტი სახელწოდებით __სიდიდეებს შორის დამოკიდებულებები___________________    __მე-6_____ კლასში.
 ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასტანმუშაობაში. ამგზითშესაძლებელიხდებაინფორმაციისზუსტიგაცვლადამოსწავლეებისთვისკომუნიკაციისეფექტურიმეთოდისდემონსტრირება.ასევე აგვიხსნა, რომ სტატიისგამოცემისთვისშეგვიძლიაერთირომელიმეფორმატიშევარჩიოთ - ახალიამბებისბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატიანსხვაბეჭდვითიმედია.გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებითMicrosoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტისდა გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_სასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად.ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია და მინიმუმ სამ ჯგუფის წევრს დავუწერეთ კომენტარი ბლოგზე.


მოდული 2. დღე 3-4.სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
მოდული 2-ის საკვანძო კითხვები:
·         როგორ შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები?
·         როგორ შეიძლება დავგეგმოთ მოსწავლეზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება?

2 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         სტანდარტის განაზღვრა სასწავლო პროექტისთვის.
·         მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისთვის.
·         მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება და განხილვა.
·         შეფასების მეთოდების და სტრატეგიების განხილვა.
·         სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.
მეორე მოდულზე გადასვლის  შემდეგ პროექტის ეფექტურადდაგეგმვისთვის, გადახედეთჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განსაზღვრეთ, საგნისსტანდარტისრომელიშედეგის/ინდიკატორისმიღწევადაშეფასებაგსურს ჩვენითემისფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალსააზროვნო დონისუნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა პრეზენტაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძოშეკითხვები,
Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“ მსმენელები დაგვყო წყვილებად და თოთოეულ წყვილს მოგვცა შესაბამისი დავალება, ამ აქტივობით ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულდოკუმენტებში მუშაობა.შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
ასევე დავიწყეთ მუშაობა შეფასების ფორმებზე. პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები რომელიც შეაფასებს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში, აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, ხელს შეუწყობს გაგების ხარისხის მონიტორინგს, ნასწავლი მასალის და უნარ-ჩვევების დემონსტრირებას, წაახალისებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
მოდულის ბოლოს გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია. პრეზენტაცია მოიცავს პროექტის მოკლე აღწერას, სამიზნე სტანდარტებს და მიზნებს, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს და შეფასების დროში გაწერილ გეგმას. დასრულებული პრეზენტაცია გადავიტანეთ საქაღალდეში _სასწავლო პროექტის გეგმაავტვირთეთბლოგზე.






მოდული 3. დღე 5. კავშირები.
3მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცეცისხელშეყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით?
3 მოდულის ძირითადი აქტივობები:
მოდულის მიმდინარეობისას:
·         შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
·         შევქმენითბიბლიოგრაფია.
·         გავეცანითინტერნეტრესურსებს, რომელთაც გამოიყენებთ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.
·         შევაფასეთინტერნეტრესურსები.
·         გავაუმჯობესეთ სასწავლო პროექტის გეგმა.
·         გავაკეთეთრაფლექსიაბლოგზე.
ტრენინგ დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში. თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის გავაკეთეთ ბიბლიოგრაფია, Viewer-ის სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენთი „გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი“სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო უფლებები.
ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა,რადგან მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სხვისი ნამუშევრის პატივისცემა და საავტორო უფლებების გამოყენება, ასევე ინტერნეტრესურსების სწორად გამოყენება.
გავეცანით მოსწავლეთა კომუნიკაციისათვის ხელშეწყობისთვის ონლაინ პროგრამებს: ელ.ფოსტა, ონლაინჩატი, სწარაფიშეტყობინება, ინტერნეთგაზეთები.
განვიხილეთ ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ონლაინ კოლაბორაციული სასწავლო რესურსები, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ინტერნეტრესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.     
მოდული 4. დღე 5. სასწავლო ნიმუშების შექმნა.
4 მოდულის საკვანძო კითხვები:
·         რამდენად დამეხმარება მოსწავლის ნიმუშის შექმნა პროექტის ფარგლებში ჩემი მოლოდინების გამოკვეთასა და სასწავლო პროცესის დაგაგმვაში?
·         პროექტზე მუშაობისას როგორ უზრუნველვყო მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნების მიღწევა?
4 მოდულის ძირითადი აქტივობები:
·         მონაწილეები შექმნიან და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშებს: პრეზენტაციებს, პუბლიკაციებს და ბლოგებს.
·         პროექტის გეგმებში შეიტანენ საჭირო ცვლილებებს.
·         გააკეთებენ რეფლესიას.
მეოთხე მოდულზე მუშაობისას დავიწყეთ მოსწავლის ნაშრომის სავარაუდონაშორმის მომზადება, ვმუშაობდით ტექსტურ რედაქტორ Word-ში და საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ში,  მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება, განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში

მოდული 5. დღე 6. მოსწავლეთა პროექტების შეფასებაა.
მოდულის მთავარი კითხვა:
·         როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად,სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
·         ერთმანეთს გავუზიარებთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ვერსიებს.
·         დავხვეწავთ შეფასების გეგმებს.
·         შევქმნით შეფასების ფორმებს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისთვის.
·         ცვლილებებს შევიტანთ პროექტის გეგმაში.
·         გავაკეთებთ რეფლექსიასბლოგზე.
დღევანდელ ტრენინიგ დღეს ვიმუშავეთ ვორდში და powerpoint-ში კომენტარების დაწერაზე. ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართების გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მომეწონა. უკვე გავაკეთე ჩემი პროექტების ჩანართები.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და შევინახეთ საქაღალდეში _შეფასებები.დავათვალიერეთ და გავეცანით Viewer -ის სახელმძღვანელოში მოცემული სხვადასვა შეფასების რუბრიკის ნიმუშები, ცვლილებები შევიტანე პროექტის გეგმაში და გავაკეთე რეფლექსია ბლოგზე.

მოდული 6. დღე 7. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.
მოდულის საკვანძო კითხვა:
·         როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჯიროებები?
·         როგორ შემიძლია შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლელებად იქცნენ?
მოდულის ამოცანები:
მოდულის განმავლობაში მონაწილეები:
·         ერთმანეთს გავუზიარებთ სავარაუდო ნაშრომებს და რუბრიკებს.
·         ვიმსჯელებთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.
·         მოვძებნით დიფერენცირებული სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისთვის.
·         შევქმნით დამატებით მასალებს მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
·         გავაკეთებთ რეფლექსიასბლოგზე.
დღევანდელ ტრენინგ დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი_პროგრამა PowerPoint-ში, შევავსეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი პროექტის გეგმაში, გავაკეთეთ მოსწავლის თვითშეფასების ნიმუში, ტრენერმა გაგცავნოსწავლის სტილისა და მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, გვაჩვენა საინტერესო პრეზენტაცია, ჯგუფში ვიმსჯელეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, გვთხოვა შეგვეფასებინა საკუთარი პრაქტიკა დიფერენცირებული სწავლების შეთხვევაში, რის შემდეგაც პროექტის გეგმაში დეტალურად გავწერეთ განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწაველეებისათვის საჭირო აქტივობები და რესურსები რაც ხელს შეუწყობს პროექტზე მუშაობის პროცესში მათ  მაქსიმალურ ჩართულობას.

მოდული 7. დღე 8. ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
მოდულის საკვანძო სიტყვები:
·         როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
·         როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
მოდულისამოცანები:
·         როგორ გამოვიყენოთ კითხვების დასმის ტექნიკა.
·         შევქმნით პრეზენტაციებს, დოკუმენტებს, ცხრილებსა და ვებრესურსებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
·         მოდიფიცირებას გავუკეთებთ სასწავლო პროექტის გეგმას.
·         შევქმნით მასალებს.
·         გავაკეთებთ რეფლექსიას ნასწავლ მასალაზე.
მოსწავლეზეორიენტირებულსწავლის შემთხვევაში მასწავლებელიფასილიტატორირესურსებსისეუკეთებსორგანიზებას, რომსწორიმიმართულებამისცესმოსწავლეებსდაასწავლოსმათ, თუროგორისწავლონ, დღევანდელტრენინგდღესგავაკეთეფასილიტაციისრესურსიჩემიმოსწავლეებისათვისpowerpoint-შიპრეზენტაციისსახით და შევინახე საქაღალდეში _სასწავლო პროექტის დამხმარე.
სასწავლოპროექტისჩეკლისტშიმოვნიშნეთყველაისრესურსირაცშევქმენითსასწავლოპროექტისთვისამტრენინგისმანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.

მოდული 8. დღე 9. სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება.
მოდულის საკვანძო კითხვები:
·         როგორ წარმოვადგინო და მოვამზადო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად?
·         როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი?

მოდულის ამოცანები:
·         მოამზადონ და წარმოადგინონ სასწავლო პროექტის პორტფოლიო.
·         შეაფასონ ინტელის ძირითადი კურსი.
·         მიიღონ კონკურსში მონაწილეობის სერთიფიკატები
Intel -ის ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე რეფლექსია.
 ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობისას...
3.      ტრენინგის  მნიშვნელოვნების დასაბუთება.
აღნიშნულ ტრენინგზე ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალიიყო ძალიან ბევრი. მიუხედავად იმისა, რომ უკვემ ქონდა გამოქვეყნებულიპროექტი ბლოგზე, ბევრი რამ ვისწავლე და დავხვეწე. ვისწავლე სასწავლო პროექტების გეგმებზე,ბროშურაზე, ელექტრონულ გაზეთზე და შაბლონებზე მუშაობა, დავხვეწე ელ. ფოსტაზე და ბლოგზე მუშაობა.
ტრენინგში ონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზ ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზ ე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას კონსულტაციის სახით და დავარწმუნებ, რომ ე სსიახლე დადებით ად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.





                                                  ანგარიში
თარიღი--------2014წ. ივლისი------------------------------------------------------------------

1.     ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება:  ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება "ანიმოტოს" გამოყენებით

  • ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
  • ტრენინგის ჩატარების ადგილი: ხაშურის მე-6 საჯარო სკოლა
  • ტრენინგის ხანგრძივობა:  1 დღე (4 საათი).


2.   მიზანი და დღის წესრიგი:
  • მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების  თავისებურებებსა და  სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების მომზადებას პროგრამა  „ANIMOTO-ს გამოყენებით, ასევე  ვიდეოს განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:

·         ელექტრონული რესურსების ეფექტუად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
·         ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები, მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
·         ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
·         პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
·         FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
·         აქივებთან მუშაობა.

  • დღის წესრიგი:
Ø  წარდგენა,  გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა - 20 წთ
Ø  ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø  ისტ - თ გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები  (დისკუსია) - 10 წთ
Ø  რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. 10 წთ
Ø  D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი 45 წთ
Ø  შესვენება - 20წთ
Ø  ნასწავლი მასალის შეჯამება - 10წთ
Ø  ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15 წთ
Ø  D GP IP - როგორ ხდება ვიდეო - მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა - 20წთ
Ø  პრაქტიკული    ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი    - 30 წთ.
Ø  გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  - 10წთ
Ø  ტრენინგის შეფასება  - 10 წთ


3.   ტრენინგის მსვლელობა:
  • წარდგენა და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ  შეკითხვას  ,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·         ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები  და  წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე  და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა). ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები
  • ისტ-თი გამდიდრებული გაკვეთილის   ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები, მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ აღქმაში და გაგებაში.
·         რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა, ჩვენების დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·         D - GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,  რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების უფასო პროგრამა,  დაწვილებით აგვისხსნა და გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება, ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება, ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა, შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული მასწავლებლის შეკითხვას.
  • შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
  • ნასწავლი მასალის შეჯამება: შესვენების მერე პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი მასალის გამეორება - შეჯამება
  • ვიდეო - კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -  ფაილს  და გადავუგზავნიდით ტრენერს ელ. ფოსტით.
  • პრაქტიკული  ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
  •  შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
  • დებრიფინგი “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო პროცესში?”  ტრენინგის ბოლოს  მოხდა ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას. გარდა ამისა, კლასის დამრიგებლებმა აღნიშნეს, რომ შესწავლილს აქტიურად გამოიყენებდნენ თავიანთი კლასების ვიდეო მასალის დახარისხებისთვის.
  • ტრენინგის შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა, იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული ასეთი პრაქტიკული დანიშნულების  ტრენინგები საჭიროა ხშირად ჩატარდეს საჯარო  სკოლის პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის გამოიყენებნენ ამ პროგრამას.

4.   ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო,  მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.

5.   ტრენინგის შემდეგ:
ტრენინგის შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით პერსონალურად გამოგვიგზავნა ტრენინგის მასალა (handout), რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელსაც ავტვირთავ ბლოგზე, ლემილზე, სოციალურ ქსელში....


სსიპ - - - ხაშურის მე-5- - - - - - - - - - -  - საჯარო სკოლის
--მათემატიკის  - - -- - - - - - - --- - - - - მასწავლებელი            
                                 თამარ გნოლიძე                 





























Комментариев нет:

Отправить комментарий