понедельник, 20 июня 2016 г.

ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარების განვითარების სტრატეგიების ფლობა


არავისთვის საკამათო არ არის ის, რომ მასწავლებელი უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ამ უნარის განვითარება მოსწავლეთა უმეტეს ნაწილში სტიქიურად მიმდინარეობს.
განსაკუთრებით დიდია მათემატიკის როლი ლოგიკური აზროვნების  განვითარებისას, ამ მიზეზის ახსნა შეიძლება იმითაც რომ მათემატიკა ყველაზე „თეორიული“ საგანია. მათემატიკური ფაქტების შემოწმების ერთადერთი ხერხია მათი დასაბუთება ისეთი მსჯელობით, რომელიც ეფუძნება ლოგიკის წესებს. მათემატიკური ფაქტი ჭეშმარიტად ვერ ჩაითვლება, თუ მისი აღმოჩენა არ დაგვირგვინდა მკაცრი ლოგიკური დასაბუთებით.შეიძლება ითქვას, რომ მათემატიკაში თვით განუსაზღვრელობის ცნებასაც კი ესაჭიროება მკაცრი ლოგიკური საფუძველი.
არსებობს ლოგიკური– მსჯელობა დასაბუთებისორი ხერხი: წმინდა ლოგიკური შინაარსის სავარჯიშოების მიზნობრივი გამოყენება და ლოგიკური მსჯელობა ისეთ ამოცანებში, რომლებიც დაკავშირებულია მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებასთან. სასწავლო პროცესში ორივე ხერხის გამოყენება საკმაოდ შედეგიანი და სასარგებლო იქნება. შეიძლება ითქვას, რომ მსჯელობა– დასაბუთება წარმოადგენს ე.წ. გამჭოლ კომპეტენციას, რომლის ჩამოყალიბებას ხელი უნდა შეუწყოს თითქმის ყველა სასკოლო დისციპლინამ.
მათემატიკური ლოგიკა წარმოადგენს მათემატიკის ერთ–ერთ მიმართულებას, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს მათემატიკის საფუძვლებთან, კომპიუტერულ მეცნიერებასთან და ფილოსოფიურ ლოგიკასთან.
ამრიგად, მოსწავლისათვის ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარებისათვის შესაძლებელია რამდენიმე პედაგოგიური ხერხის გამოყენება. პირველი– ლოგიკა უნდა გახდეს გამჭოლი კომპეტენცია და მეორე–მოსწავლეს მოეთხოვოს ლოგიკური ცნებების გააზრება ამ გამონათქვამების კონტექსტში.

კრიტიკული აზროვნების განვითარება
კრიტიკული აზროვნება არის მრავალმხრივი მიზნებით განპირობებული აზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდება არსებული ფაქტების, მსჯელობათა და წარმოდგენების ხელახალი გააზრება, დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონ- დაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით. მაშასადამე, კრიტიკული აზროვნების დროს არსებითია არგუმენტების და კონტრარგუმენტების მოძიება, მთლიანი სიტუაციის გაანალიზება და, შესაბამისად, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დასკვნის გაკეთება. განასხვავებენ დასკვნის სამ ფორმასინდუქციური დასკვნაკერძო მსჯელობიდან ზოგად დასკვნებამდე; დედუქციური დასკვნაზოგადი მსჯელობიდან კერძო დასკვნებამდე; ანალოგიით დასკვნაერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ მოვლენაზე დასკვნის გამოტანა.
კრიტიკული აზროვნების გასააქტიურებლად გამოყენებული სტრატეგიები მოსწავლეს უნდა ეხმარებოდეს ასეთი ტიპის დასკვნების გამოტანაში. ძალიან ხშირად პედაგოგები ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას აიგივებენ ერთმანათთან. მართალია კრიტიკული აზროვნებისთვის აუცილებელია ლოგიკური მსჯელობის უნარი, მაგრამ კრიტიკული აზროვნება უფრო მეტია, ვიდრე ლოგიკური აზროვნება. ლოგიკური აზროვნების შემთხვევაში პრობლემა წინასწარვე არის ცნობილი, ხოლო კრიტიკული აზროვნების დროს პრობლემა გამოსამჟღავნებელი და დასადგენია. ლოგიკური აზროვნების შემთხვევაში ორი წანამძღვრისაგან კეთდება დასკვნა, სწორი დასკვნა ერთადერთი შეიძლება იყოს; ხოლო კრიტიკული აზროვნების შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სწორი გზის პოვნა. განასხვავებენ კრიტიკული აზროვნების ხუთ ძირითად ნიშანს: 1. კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა - თუ მასწავლებელს სასწავლო პროცესი აგებული აქვს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე, მაშინ მან ისეთი აქტივობები უნდა გამოიყენოს, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება საკუთარი იდეების, შეხედულებების და შეფასებების სხვებისაგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში.
2. კრიტიკული აზროვნებისათვის ინფორმაციის მოპოვება და ფაქტების ცოდნა საწყისი წერტილია და არა საბოლოო მიზანი - მაშასადამე, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება არის აუცილებელი პირობა კრიტიკული აზროვნებისთვის.
3. კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემის დაყენებიდან და მისი გაცნობიერებიდან - ნამდვილი სააზროვნო პროცესი იწყება პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილებიდან, რატომ წამოჭრის ადამიანი პრობლემებს? ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, ცნობისმოყვარე არსებაა. სწორედ ცნობისმოყვარეობა უდევს საფუძვლად მათ კითხვებს: რატომ, როგორ, საიდან. როდესაც ბავშვებს მზა ცოდნას ვაწვდით და მათგან მხოლოდ ამ მზა ცოდნის დასწავლას მოვითხოვთ, ვასუსტებთ მათში ცნობისმოყვარეობის ბუნებრივ მოთხოვნილებას. ჯონ დიუი აღნიშნავდა, რომ ბავშვების ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას განვითარება სჭირდება: “ბავშვი მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემებთან  შებრძოლების საშუალებას ვაძლევთ და მას რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება უხდება
4,კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელ არგუმენტაციას - ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. ამიტომ არგუმენტაციის ჩამოყალიბებას სერიოზული მოფიქრება და წესების დაცვა სჭირდება. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს დამაჯერებლად არგუმენტირება, რომელიც სამი კომპონენტისაგან შედგება. ესენია: მტკიცება ანუ თეზისი, საბუთი და მტკიცებულება. მაგალითად: თქვენ გამოთქვამთ აზრს, რომ ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლად გამოთქმის უფლება. ეს ნაწილი არის თქვენი არგუმენტაციის მტკიცება ანუ თეზისი. მაგრამ თქვენ არ ჩერდებით თეზისზე და მოგყავთ საბუთი _ ადამიანი თავისუფალია თავის დამოკიდებულებაში ამა თუ იმ საკითხისადმი. ამ საბუთს თქვენ განამტკიცებთ სათანადო მტკიცებულებით, რომელსაც თქვენ კონსტიტუციის სათანადო მუხლებს შეუსაბამებთ.
5. კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვნებაა - კრიტიკული აზროვნების განვითარება და პრობლემების სწორად გადაჭრის გზების ძიება სხვა ადამიანებთან კამათის, აზრის გაცვლის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, მასწავლებელმა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშესაწყობად მათ უნდა გამოუმუშავოსსხვათა მოსმენისა და მათი აზრის გათვალისწინების უნარისაკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარისაკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობასაკუთარი და სხვათა შეხედულებების ადექვატურად შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი შეცდომის აღიარებისა და უკან დახევის უნარი
. რეკომენდაციები, როგორ  დავეხმაროთ  მოსწავლეებს კრიტიკული  აზროვნების განვითარებაში:
მასწავლებელი ღია უნდა იყოს სიახლეებისადმი - თუ პედაგოგს თავად არ აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და არ არის ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შეძლებს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას;
 • მასწავლებელმა არ უნდა მოახვიოს საკუთარი შეხედულებები მოსწავლეებს - მასწავლებელმა ისე უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს მასალა, რომ მათ ფიქრის, განსჯის და განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება დაუტოვოს.
 • მასწავლებელმა უნდა დაამუხრუჭოს მოსწავლეთა იმპულსურობა - ნაჩქარევ, დაუფიქრებელ პასუხს მოსწავლე ყოველგვარი ანალიზის გარეშე იძლევა, რაც ვერ შეუწყობს ხელს კრიტიული აზროვნების განვითარებას;
 • მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეთა დამოუკიდებლობა. ხშირად მოსწავლეები შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო მიჯაჭვულები არიან მასწავლებელზე, რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა უნდა დაადგინოს მიჯაჭვულობის მიზეზი და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელობის განვითარებას.
 • კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე და არა დროზე. როდესაც მოსწავლეთა მუშაობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი დავალების შესრულებაზე დახარჯული დროა, იქმნება საფრთხე, რომ ისინი ზედაპირულად მიუდგებიან განსახილველ საკითხს, რაც ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
მასწავლებელი, რომელიც თავად ღიაა კრიტიკისათვის, მოსწავლეებს არ ახვევს საკუთარ აზრს, აძლევს მათ საშუალებას იმსჯელონ, გააანალიზონ და შეაფასონ მის მიერ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება, ხელს უწყობს აღსაზრდელებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას. • მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, უნდა აგრძნობინოს, რომ პატივს სცემს და ითვალისწინებს მათ აზრს, რაც აამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობას.
აქტიური მსმენელი მასწავლებელი ადვილად მოიპოვებს მოსწავლეთა ნდობას, ახალისებს მათ, იმსჯელონ საკუთარ ღირებულებებსა და შეხედულებებზე. მასწავლებელმა უნდა აგრძნობინოს მოსწავლეს, რომ იგი ემფატიური მსმენელია და მოსმენელის ანალიზს აკეთებს. ყველაფერი ეს კი ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარი ღირებულებების შეფასებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
 • მასწავლებელმა ისე უნდა დაგეგმოს სასწავლო პროცესი, რომ დაანახოს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების სარგებლიანობა, რაც გაზრდის მათში მოტივაციას. ამის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა მარტო მიღწეული შედეგი, არამედ უნდა წაახალისოს მოსწავლეთა მცდელობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელმა რეალისტური და მიღწევადი მიზნები დაუსახოს მოსწავლეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირი ენთუზიაზმი ჩაქრება.
 • მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითშეფასება, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზი და აცნობიერებდნენ მათ მნიშვნელობას.
შემოქმედებითი აზროვნება

შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი. შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნა. კრეატულობა შაბლონური აზროვნების საპირისპირო ფორმაა. მისთვის მიუღებელია ბანალური იდეები და მოვლენებზე არსებული საყოველთაოდ მიღებული შეხედულებები. მაშასადამე, შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ- ჩვევა, რომელიც პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით (მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით (ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით (ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა). რა ფაქტორები განაპირობებენ ან ხელს უშლიან შემოქმედებითი უნარების განვითარებას? ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს პიროვნების კულტურული მემკვიდრეობა. ზოგჯერ კულტურული ბლოკებისტერეოტიპები, საზოგადოებაში გავრცელებული წესები და ქცევის ნორმებიხელს უშლიან შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც შემოქმედებითობა თანდაყოლილი უნარია და შემოქმედებით აზროვნებას უკავშირებენ ხოლმე ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს, მაგრამ გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ შემოქმედებითი უნარი მეტ-ნაკლები დოზით ყველა ადამიანს ახასიათებს და სწავლების პროცესში შემოქმედებითი გარემოს შექმნა ხელს უწყობს მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებას. როგორ შეიძლება შექმნას მასწავლებელმა კლასში შემოქმედებითი გარემო?
მასწავლებელმა უნდა მოიხსნას შემოქმედებითობის გამოვლენის ხელის შემშლელი შინაგანი წინააღმდეგობები. კლასში მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის დროს შეცდომას დაუშვებენ და მასწავლებლისგან შენიშვნას დაიმსახურებენ. ამიტომ ისინი თავს იკავებენ აზრის გამოთქმისაგან. დავეხმაროთ მათ, რომ დარწმუნდნენ საკუთარ შემოქმედებით ძალებში.
მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ნაადრევი შეფასებებისაგან. მასწავლებლისაგან გამოთქმული ნაადრევი შეფასება ხშირად ხდება მოსწავლის შემოქმედებითი აზროვნების შეწყვეტის მიზეზი. ჯობს, მასწავლებელმა მეტი დრო მისცეს ბავშვებს პრობლემის გარშემო თავისუფალი დისკუსიისა და აზროვნებისათვის.
 • მივცეთ ბავშვებს დრო და საშუალება გონებრივი მოთელვისათვის. სასწავლო პროცესის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად ითვლება ჯგუფური  მუშაობის მეშვეობით პრობლემის გადაჭრის გზის ძიება. მაგრამ დასაწყისში მუშაობის ეს ფორმა ბავშვებისათვის უჩვეულოა და დაბნეულობას იწვევს. ბავშვებს უნდა მივცეთ დრო და საშუალება, რომ შეეჩვიონ მუშაობის ახალ ფორმას; დასაწყისისათვის მივცეთ მათ ადვილი დავალებები.
 • მხარი დავუჭიროთ წარმოსახვის სიცხოველეს. აუცილებელია, რომ სწავლების პროცესში ჩავრთოთ მოსწავლეების წარმოსახვა. ეს განსაკუთრებით მომგებიანია დაწყებით სკოლაში, როდესაც ბავშვების წარმოსახვა ძლიერია.
 • მოვახდინოთ წარმოსახვისდისციპლინირებადა გავაკონტროლოთ იგი. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფანტაზიის თავისუფლების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც იდეა მომწიფდება, ყველა მოსაზრება კრიტიკულად გადაფასდება და ფანტაზიის ნაწილი აუცილებლად უკუგდებული იქნება.
განვუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა. ეს ამოცანა ადვილად შესასრულებელია კონკრეტული სასწავლო მასალის გამოყენებით, განსაკუთრებით მხატვრული ნაწარმოებების და მხატვრობის ნიმუშების მეშვეობით.
 • დავეხმაროთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნების მნიშვნელობის და დანიშნულების ხედვაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სხვა უნარის განვითარება ფუჭი იქნება.
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება?
განვიხილოთ ის ძირითადი პრინციპები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს  შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებელი აქტივობები:
 • მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის (გზის) განხილვის საშუალება;
მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნის საშუალება;
შესაძლებელია პასუხში გარკვეული სუბიექტურობის (ინდივიდუალური) ელემენტის დაშვება; • აქტივობა ორიენტებულია პრობლემის გადაჭრის ახალი (ორგინალური) გზის ძიებაზე;
 • აქტივობა ორიენტებულია ნაპოვნი გადაწყვეტილების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე
; • პასუხი წინასწარ არ არის განსაზღვრული და არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. როლური თამაში გახლავთ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდი, რომელიც მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

კრიტიკული და შემოქმედებითი სტრატეგიების შედარება
პრობლემური სიტუაციების გადაჭრის ორივე სტრატეგია, კრიტიკული და შემოქმედებითი, შესაძლოა განვასხვავოთ შემდეგნაირად:
კრიტიკული
აზროვნება
შემოქმედებითი
აზროვნება
ანალიტიკური
პროდუქტიული
კონვერგენტული
(მოითხოვს შესაბამისი ან
საუკეთესო პასუხის მოძებნას.
მოითხოვს ახსნას, ლოგიკურ დასაბუთებას, შედარება-
შეპირისპირებას, კანონზომიერების
დანახვას ობიექტურ
კრიტერიუმებზე
დაყრდნობით, პარალელების
გავლებას, კავშირების მოძებნას)
მაგალითები:
რისთვის გამოიყენებოდა
ეს საგანი?
რატომ დაიწერა ეს წერილი?
გვაძლევენ წყაროები ასეთი
ვარაუდის გაკეთების
საშუალებას?
დივერგენტული
(დასაშვებია ერთზე მეტი
პასუხის არსებობა,
მოითხოვს წარმოსახვით
აზროვნებას, ვარაუდის
ფორმულირებას)
მაგალითები:
მოცემულ წყაროზე
დაყრდნობით წარმოადგინე
ამ მოვლენის ინტერპრეტაცია
როგორ შეიძლება ეს რაიონი
ეკოლოგიურად უფრო
სუფთა გავხადოთ?
სწორხაზოვანი,
პირდაპირი
გადატანითი,
ასოციაციური
მსჯელობა
მსჯელობის ეჭვქვეშ
დაყენება
ფოკუსირებული
დიფუზიური
ობიექტური
სუბიექტური
ვერბალური
ვიზუალური
პრობლემის გადაჭრის დროს მნიშვნელოვანია ორივე ტიპის აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის გაანალიზება; შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტები; ბოლოს უნდა ამოვარჩიოთ და განვახორციელოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა და შევაფასოთ მისი ეფექტურობა. ეს პროცესი ავლენს ამ ორი სტრატეგიის მონაცვლეობას. პრაქტიკაში კი ორივე ტიპის აზროვნება ძირითადად ერთობლივად მოქმედებს და ხშირად რთულია მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
მაშასადამე, კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.


     გამოყენებული ლიტ–რა:
განვითარებისა და  სწავლების თეორიები(2008);
  ინტერნეტჟურნალი მასწავლებელი;
ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი. ეროვნული სასწავლო გეგმა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის. 2007 წელი.