დისკუსიის შეფასების რუბრიკა
შეფასება
|
1–4
|
5–7
|
8–9-10
|
მოსმენა
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
საუბარი
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელს უჭირს გაგება
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია, ზოგჯერ უყურებს მსმენელს
|
მეტყველებს მკაფიოდ, უყურებს მსმენელს
|
მონაწილეობა
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა სადისკუსიო თემის გარშემო
|
იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრის გამოთქმით
|
კოოპერაცია
|
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და ვერ იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, და იშვიათად, მაგრამ არღვევს დისკუსიის წესებს
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აცლის აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
|
მოსაზრების არგუმენტირება
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებულიფაქტებით
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
არავერბალურიკომუნიკაცია
|
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს(თვალით, ჟესტით,ხმით,
გამომეტყველებით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების
სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის
მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის
მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის
მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის
წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა
წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა
ჩართულია
|
ყველა
ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა
და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ
ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის
მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად
ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ
მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ
ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის
ლიმიტის დაცვა
|
ვერ
ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
გააცდინეს დრო
|
დაიცვეს
დროის ლიმიტი
|
ლიდერის
როლი
|
ლიდერი
ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი
ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი
ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის რუბრიკა
შედეგები
|
1-2
|
3-5
|
6-7
|
8-10
|
აქტიური მონაწილეობა
|
არ არის ჩართული
|
პერიოდულად ერთვება, მაგრამ არანაყოფიერად
|
აქტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეაქვს
|
აქტიურია კონსტრუქციული და შეაქვს დიდი წვლილი
|
აზრების დამოუკიდებლად გამოთქმა
|
ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
|
გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ ზოგჯერ აკლია დამაჯერებლობა
|
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, დამაჯერებელი, არგუმენტირებული
|
კონცენტრირება სამუშაოზე
|
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
|
ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება
|
ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
მთელი გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე
|
სხვისი აზრების მოსმენა და პატივისცემა
|
არ უსმენს სხვების აზრებს, აწყვეტინებს
|
ყოველთვის არ უსმენს სხვების აზრებს ან უსმენს, მაგრამ აქვს არაადეკვატური რეაქციები
|
უსმენს სხვების აზრებს და ცდილობს იყოს კორექტული
|
ყურადღებით ისმენს სხვების აზრებს, აანალიზებს და კორექტულია
|
საკლასო სამუშაოს შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
1–4
|
საშუალო
5–6
|
კარგი
7–8
|
საუკეთესო
9–10
|
ჩართულობა
|
არაა ჩართული
|
ნაწილობრივადაა ჩართული
|
სრულყოფილადაა ჩართული
|
ჩართულია და თანამშრომლობს კლასთან
|
ორგანიზებულობა
|
არ აქვს სასკოლო ნივთები და არც ცდილობს მოიძიოს
|
აქვს ნივთები და არ იყენებს
|
ნივთები აქვს და ნაწილობრივ იყენებს
|
მოწესრიგებულია და სხვებსაც ეხმარება
|
წვდომა
|
არ/ვერ გაიგო
|
გაიგო ზერელედ/ნაწილობრივ
|
კარგად გაიგო. (გაგება-გამოყენება)
|
სრულყოფილად გაიგო და გაუჩნდა დამოკიდებულება
(ანალიზი-სინთეზი)
|
პრეზენტირება
|
არ/ვერ აკეთებს პრეზენტაციას
|
გადმოსცემს სხვისი დახმარებით ,უჭირს არგუმენტირება
|
შეუძლია ცოდნის დემონსტრირება არგუმენტირებულად
|
ორიგინალურად, არგუმენტირებულად ლიმიტირებულად წარმოაჩენს პრეზენტაციას
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
1–4
|
საშუალო
5–6
|
კარგი
7–8
|
საუკეთესო
9–10
|
პრეზენტაციის
ვიზუალური ნაწილი
|
მოუწუსრიგებელია/ არ შეესაბამება შინაარსს
|
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს
|
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
|
მოწესრიგებულია, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს
|
ორიგინალობა
|
დასტურდება პლაგიატის ელემენტები
|
მინიმალურად ორიგინალურია
|
საკმარისად ორიგინალურია
|
მთლიანად ორიგინალურია
|
დავალებასთან შეესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
|
მიყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
|
მიყვება ინსტრუქციებს, თუმცა ზოგი შეუსაბამოა
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული, ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი. მოთხოვნა, ზოგადად გათვალისწინებულია
|
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული
|
საბოლოო შეფასება : ქულათა ჯამი გაყოფილი 4-ზე
|
შეფასების რუბრიკა
სივრცული ფიგურები
VI კლასი
კრიტერიუმი/შკალა
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
ამოიცნობს ფიგურებს
სივრცეში
|
ვერ ცნობს ფიგურებს
სივრცეში
|
ნაწილობრივ
ამოიცნობს ფიგურებს სივრცეში
|
ზუსტად შეუძლია
ფიგურის ამოცნობა სივრცეში
|
ხედავს მსგავსება
-განსხვავებას სივრცულ ფიგურებს შორის და შლილების საფუძველზე შეუძლია ფიგურის დასახელება
|
არ შეუძლია
მსგავსება- განსხვავების განსაზღვრა სივრვულ ფიგურებში და ვერ ცნობს შლილებს
|
ნაწილობრივ
აღმოაჩენს მსგავსება -განსხვავებას სივრცულ ფიგურებში და ცდილობს შლილების ამოცნობას
|
ზუსტად და ზედმიწევნით
პოულობს მსგავსება- განსხვავებას სივრცულ ფიგურებს შორის და შეუძლია შლილების საფუძველზე
შესაბამისი ფიგურის დასახელება
|
ასახელებს მრავალწახნაგას
ელემენტებს და შეუძლია ეილერის ფორმულის გამოყენება
|
ვერ ასახელებს
მრავალწახნაგას ელემენტებს და ვერ იყენებს ეილერის ფორმულას
|
ზოგადად შეუძლია
დაასახელოს მრავალწახნაგას რომელიმე ელემენტი და ნაწილობრივ შეუსაბამოს ეილერის ფორმულას
|
სწორად ასახელებს
მრავალწახნაგას ელემენტებს, ამჩნევს მათ შორის დამოკიდებულებას და იყენებს ეილერის
ფორმულას
|
ურთიერთთანამშრომლობა
|
არ იღებს მონაწილეობას
ჯგუფურ დისკუსიაში
|
ცდილობს ჩაერთოს
ჯგუფურ მუშაობაში და თავისი აზრი დააფიქსიროს
|
ეფექტურად მსჯელობს
და აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
|
მონაწილეობა
კითხვა- პასუხის რეჟიმში
|
ვერ პასუხობს
დასმულ შეკითხვებს
|
აქვს ზოგადი
პასუხები დასმულ კითხვაზე
|
სწორ და გონივრულ
პასუხებს იძლევა შეკითხვებზე
|
დროის განაწილება
|
ვერ ანაწილებს
დროს
|
ცდილობს ნაწილობრივ
მაინც დაიცვას დროის ლიმიტი
|
რაციონალურად
იყენებს და წარმატებით მართავს დროს
|
შეფასების რუბრიკა
მონაცემების შეგროვება და ინტერპრეტირება
4
|
3
|
2
|
1
|
|
მონაცემების შეგროვება
|
აგროვებს ვრცელ მონაცემებს და აკურატულად აღრიცხავს
მათ.
|
აგროვებს საკმარის მონაცემებს და აკურატულად აღრიცხავს
მათ.
|
მონაცემებს აგროვებს, თუმცა გარკვეული შეცდომებით.
|
აგროვებს ცოტა მონაცემს, ან აკურატულად არ აღრიცხავს
მას.
|
მონაცემების წარმოჩენა
|
იყენებს ტექნოლოგიებს მონაცემების ეფექტურად და აკურატულად
წარმოსაჩენად სორტირებისა და კარგი ორგანიზების გზით.
|
იყენებს ტექნოლოგიას, რომ აკურატულად წარმოჩინოს მონაცემები
სორტირების გზით.
|
იყენებს ტექნოლოგიას, რომ აკურატულად წარმოჩინოს მონაცემები
სორტირების გზით, თუმცა უშვებს შეცდომებს.
|
იყენებს ტექნოლოგიას არასრული მონაცემების წარმოსადგენად
ან დამაბნეველად წარმოაჩენს მონაცემებს.
|
რეკომენდაციები
|
იყენებს მონაცემებს გონივრული, შემოქმედებითი რეკომენდაციების
ჩამოყალიბებისათვის.
|
იყენებს მონაცემებს გონივრული რეკომენდაციების ჩამოყალიბებისათვის.
|
იყენებს მონაცემებს ისეთი რეკომედაციების ჩამოსაყალიბებლად,
რომლებიც ნაწილობრივ არ ეყრდნობა მონაცემებს.
|
აკეთებს რეკომენდაციებს,რომლებიც არ ეყრდნობა მონაცემებს.
|
დასკვნები
|
იყენებს მონაცემებს, რომ დასკვნები დამარწმუნებლად
დაასაბუთოს.
|
იყენებს მონაცემებს დასკვნების დასაბუთებისათვის.
|
იყენებს მონაცემებს, რომ დასკვნები ნაწილობრივ დაასაბუთოს.
|
გამოაქვს მონაცემებთან შეუსაბამო დასკვნები.
|
სახელწოდება: მათემატიკური მსჯელობის და აზროვნების რუბრიკა - საბაზო
საფეხურის კლასები
ეს რუბრიკა განკუთვნილია მათემატიკური მსჯელობისა და აზროვნების უნარის თვითშეფასებისთვის
შეფასების ტიპი: კრიტიკული აზროვნება
ეს რუბრიკა განკუთვნილია მათემატიკური მსჯელობისა და აზროვნების უნარის თვითშეფასებისთვის
შეფასების ტიპი: კრიტიკული აზროვნება
4
|
3
|
2
|
1
|
|
მათემატიკური ცოდნა
|
მე ვიგებ პრობლემის
არსს და ვაჩვენებ საგნობრივი ცოდნის და გაგების მაღალ დონეს.
|
მე მესმის პრობლემის
არსი და ვაჩვენებ საგნის გაგებას.
|
ზოგჯერ მე მესმის პრობლემა
და ვაჩვენებ საგნის შეზღუდულ გაგებას.
|
მე არ მესმის პრობლემა,
და საერთოდ ვერ ვაჩვენებ საგნის გაგებას.
|
ინსტრუმენტების გამოყენება
|
მე მოქნილად და დაფიქრებით
ვირჩევ ყველაზე კარგ ინსტრუმენტს ამოცანის ამოსახსნელად.
|
მე ვიყენებ სწორ ინსტრუმენტებს
ამოცანის ამოსახსნელად.
|
ხანდახან მე ვიყენებ
სწორ ინსტრუმენტს ამოცანის ამოსახსნელად.
|
მე ხშირად ვიყენებ
არასწორ ინსტრუმენტს ამოცანის ამოსახსნელად.
|
დაგეგმვა
|
ამოცანის ამოხსნისათვის
მე ვქმნი და ვასრულებ მეთოდურ, ლოგიკურ და საფუძვლიან გეგმას.
|
მე ვქმნი და ვასრულებ
გონივრულ გეგმას ამოცანის ამოხსნის მიზნით.
|
მე ამოცანის ამოხსნისათვის
ვქმნი და ვასრულებ არასრულ გეგმას.
|
მე ამოცანის ამოხსნისათვის
ვქმნი და ვასრულებ ძალიან შეზღუდულ გეგმას.
|
მათემატიკური გაგება
|
ჩემი კონცეფციები,
მტკიცებულებები და არგუმენტები აზრიანია და კარგადაა ჩამოყალიბებული, ჩემი გაკეთებული
კვალიფიკაციები, დასმული შეკითხვები, და ჩემს მიერ გამოყენებული მეთოდები ასახავენ
საგნის კარგ გაგებას გამოცდილების მოცემულ დონეზე.
|
ჩემი კონცეფციები,
მტკიცებულებები, არგუმენტები და კვალიფიკაციები, ასევე დასმული კითხვები და მეთოდები
ზუსტად გამოიყენება.
|
ჩემი კონცეფციები,
მტკიცებულება, არგუმენტები და მეთოდები გამოყენებულია სპორადულად და არაზუსტად.
|
მე არ ვიყენებ მტკიცებულებას,
არგუმენტებს ან მეთოდებს.
|
მათემატიკური აზროვნება
|
ჩემი ნამუშევარი აჩვენებს,
რომ მე შემიძლია ჭკვიანური განსხვავებების გაკეთება და მოცემული ამოცანის უფრო მნიშვნელოვან,
კომპლექსურ ან მრავალმხრივ მათემატიკურ პრინციპებთან, ფორმულებთან და მოდელებთან
დაკავშირება.
|
ჩემი ნამუშევარი აჩვენებს,
რომ მე ვაკეთებ კავშირებს მათემატიკის პრინციპებთან, ფორმულებთან ან მოდელებთან.
|
ჩემი ნამუშევარი აჩვენებს
მცირე კავშირს მათემატიკის პრინციპებთან, ფორმულებთან ან მოდელებთან.
|
ჩემი ნამუშევარი არ
აჩვენებს კავშირს მათემატიკურ პრინციპებთან, მოდელებთან და ფორმულებთან.
|
მათემატიკური მსჯელობა
|
ჩემი მიდგომა და პასუხები
მკაფიოდ დეტალური და გონივრულია მთელი ჩემი ამოხსნის მანძილზე. მე დამტკიცებებს საფუძვლიანი
არგუმენტებით ვამტკიცებ. მე სრულად განვმარტავ კონტრარგუმენტებს, საეჭვო მონაცემებს
ან ბუნდოვან წანამძღვრებს.
|
ჩემი მიდგომა და პასუხები
გონივრულია. მე დამტკიცებებს ლოგიკური არგუმენტებით ვამტკიცებ. მე განვმარტავ კონტრარგუმენტებს,
საეჭვო მონაცემებს ან ბუნდოვან წანამძღვრებს.
|
ჩემი მიდგომა და პასუხები
რამდენადმე გონივრულია და მოიცავს მცირე შეცდომებს. მე ლოგიკური არგუმენტით ვამტკიცებ
რამდენიმე მტკიცებას. მე არ განვმარტავ კონტრარგუმენტებს, საეჭვო მონაცემებს ან ბუნდოვან წანამძღვრებს.
|
ჩემი მიდგომა და პასუხები
არაა გონივრული და შეიცავენ დიდ შეცდომებს. მე არ ვმსჯელობ მტკიცებაზე.
|
კრიტიკული აზროვნების შეფასების რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
|
რესურსების შეფასება
|
როდესაც ახალ ინფორმაციას ვპოულობ,
მე ვსვამ კითხვას მისი დანიშნულების, ავტორის ან სპიკერის კომპეტენტურობის,
ინფორმაციის განთავსების თარიღისა და დასკვნების ხარისხის შესახებ.
|
როდესაც ახალ ინფორმაციას ვპოულობ,
მე ვსვამ კითხვებს მისი სანდოობის შესახებ.
|
როდესაც შემახსენებენ, ვსვამ კითხვებს
ინფორმაციის სანდოობის შესახებ.
|
მე იშვიათად ვსვამ კითხვებს
ინფორმაციის სანდოობის შესახებ, თუკი ვეთანხმები მას.
|
მცდარი აზრის იდენტიფიცირება
|
მე ვიყენებ ჰიპოთეზებსა და
დარწმუნების ტექნიკების (კერძოდ, არასრული ინფორმაცია, მცდარი განზოგადოებები,
ემოციური გამოსვლები) საფუძვლიან გაგებას, რომ მოვახდინო მცდარი აზრების
იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.
|
მე ვიყენებ ჰიპოთეზებსა და
დარწმუნების ტექნიკების საფუძვლიან გაგებას, რომ მოვახდინო მცდარი აზრების
იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.
|
სხვისი დახმარებით მე ხანდახან
შემიძლია. რომ მოვახდინო მცდარი აზრების იდენტიფიცირება ინფორმაციის წყაროში და
ვიმსჯელო მისი სანდოობის შესახებ.
|
ჩვეულებრივ მე არ შემიძლია
მცდარი მოსაზრების ან ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება.
|
დამარწმუნებელი არგუმენტების
ანალიზი
|
როდესაც ვინმე ცდილობს, რომ
რამე გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს, მე შემიძლია განვასხვავო დამარწმუნებელი
არგუმენტები იმათგან, რომლებიც მცდარი მსჯელობის სტრატეგიებს იყენებენ,
როგორიცაა ნაჩქარევი განზოგადებები, ყალბი დილემები ან ავტორიტეტის მოხმობა.
|
როდესაც ვინმე ცდილობს, რომ რამე
გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს, მე ჩვეულებრივ შემიძლია გამოვიცნო, თუ
რომელი იდეებია დამარწმუნებელი.
|
ვინმემ უნდა შემახსენოს, რომ
ვიფიქრო მიზეზებზე, თუ რატომ ცდილობენ სხვები, რომ რამე გამაკეთებინონ ან რამეში
დამარწმუნონ.
|
მე არც კი დავინტერესდები, თუ
რა მიზეზები აქვთ მათ, ვინც ცდილობს რამე გამაკეთებინოს ან რამეში დამარწმუნოს.
|
მოსაზრების ჩამოყალიბება
|
მე ჩემს მოსაზრებას ვაყრდნობ
კარგ მტკიცებულებაზე, რომელიც გამომაქვს ბევრი სანდო წყაროდან. მე ვაჩვენებ, რომ
მესმის საკითხის კომპლექსურობა მისი გამოკვლევისა და ინფორმაციის შეჯერების
გზით.
|
ჩემი მოსაზრება ეფუძნება სანდო
მტკიცებულებას. ჩემი მოსაზრება ერთზე მეტ შეხედულობას მოიცავს.
|
ის მტკიცებულება, რომელსაც
ვიყენებ ჩემი მოსაზრების დასაბუთებისათვის ხშირად არაა სანდო. მე ვაყალიბებ
მოსაზრებას შეზღუდული და ვიწრო გზებით.
|
მე ხშირად არასანდო
ინფორმაციას ვიყენებ ჩემი მოსაზრების დასაბუთებისათვის.
ჩემი მოსაზრება მხოლოდ ერთ შეხედულებას
ასახავს.
|
კომუნიკაცია
|
მე მოსაზრებას ნათლად
ვაყალიბებ და ვასაბუთებ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული საფუძვლიანი
არგუმენტებით. როდესაც ჩემს მოსაზრებას განვმარტავ, მე ვაჩვენებ, რომ მაქვს
საკითხის საფუძვლიანი გაგება და მესმის მისი კომპლექსურობა.
|
მე ვაყალიბებ მოსაზრებას და
ვასაბუთებ მას სანდო წყაროებით. როდესაც მე განვმარტავ ჩემს მოსაზრებას, მე
ვაჩვენებ საკითხის კარგ გაგებას და შეხედულებებს დარგის შესახებ.
|
ჩემი მოსაზრება ბუნდოვანი და
დამაბნეველია. როდესაც განვმარტავ ჩემს მოსაზრებას, მე საკითხს ხშირად უფრო
მარტივად აღვწერ, ვიდრე ის არის.
|
მე ჩვეულებრივ არ ვაყალიბებ
მოსაზრებას, მაგრამ როდესაც მიწევს, ვერ ვასაბუთებ.
როდესაც ჩემს მოსაზრებას
ვხსნი, ჩანს, რომ მე საკითხი ძალიან ცუდად მესმის.
|
რუბრიკა- მათემატიკური ამოცანების ამოხსნის თვითშეფასებისათვის
4
|
3
|
2
|
1
|
|
კითხვის
ინტერპრეტირება
|
მე
ამოცანას ჩემი სიტყვებით ნათლად გადმოვცემ.
|
მე ამოცანას
ჩემი სიტყვებით გადმოვცემ.
|
მე ჩემი
სიტყვებით გადმოვცემ ამოცანას, მაგრამ მისი ნაწილი არ მესმის.
|
მე არ
გადმოვცემ ამოცანას ჩემი სიტყვებით.
ან
მე არ
მესმის ამოცანა.
|
სტრატეგიის
არჩევა
|
ჩემს მიერ
არჩეული სტრატეგია მაღალი დონისაა, და მე ამოცანის ყველა ნაწილს ვხსნი.
|
ჩემს მიერ
არჩეული სტრატეგია შესაფერისია და მე ვხსნი ამოცანის ყველა ნაწილს.
|
ჩემს მიერ
არჩეული სტრატეგია ეფექტურია, მაგრამ შესაძლოა საუკეთესო არ იყოს. მე ვხსნი
ამოცანის თითქმის ყველა ნაწილს.
|
ჩემს მიერ
არჩეული სტრატეგია შეუსაბამოა, და მე ვერ ვხსნი ამოცანის მნიშვნელოვან ნაწილებს.
|
გადაწყვეტილებების
განვითარება
|
ჩემი
გადაწყვეტილება სწორია, ამოხსნის მეთოდები სწორედაა გამოყენებული.
გადაწყვეტილება არ შეიცავს შეცდომებს.
|
ჩემი
გადაწყვეტილება სწორია, ამოხსნის მეთოდები სწორედაა გამოყენებული. მე დაშვებული
მაქვს პატარა შეცდომა.
|
ჩემი
გადაწყვეტილება არაა სწორი, მე ბევრი შეცდომა დავუშვი გამოთვლებში და
ნამუშევარში ბევრი არასრული ნაბიჯია.
|
ჩემი
გადაწყვეტილება არაა სწორი. მე შევასრულე რამდენიმე გამოთვლა, არ მიჩვენებია
ჩემი ნამუშევარი.
|
აზროვნების
დემონსტრირება
|
მე მაქვს
გამორჩეული მათემატიკური აზროვნება.
|
მე ჩემი
აზროვნების პროცესის ნათელი განმარტება მაქვს.
|
მე მიჭირს
ჩემი აზროვნების პროცესის ახსნა.
|
მე არ
შემიძლია ჩემი აზროვნების პროცესის ახსნა.
|
პროცესების
კომუნიკაცია
|
მე ჩემი
მსჯელობის ზუსტ და მკაფიო მტკიცებულებას წარვადგენ.
|
მე ჩემი
მსჯელობის მტკიცებულებას წარვადგენ.
|
მე ჩემი
მსჯელობის მცირე მტკიცებულებას წარვადგენ.
|
მე ჩემი
მსჯელობის მტკიცებულებას არ წარვადგენ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий